რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია ფეისბუქზე წერს, რომ მკვლელისთვის მუშაობა და მისგან გასამრჯელოს აღება არ შეიძლება და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს.
"მეგობრებო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად ვტოვებ რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობას. არ შეიძლება მკვლელისთვის მუშაობდა და მისგან გასამრჯელოს აღება." - წერს ელენა კოვალსკაია.